ბირჟის ფუნქციებით სარგებლობისთვის რეგისტრაციის გავლის შემდეგ საჭიროა თქვენი ანგარიშის ვერიფიცირება. ამისთვის გთხოვთ, შესაბამის ფანჯარაში შეავსოთ თქვენი პირადი ინფორმაცია, დააჭიროთ ღილაკს „შემდეგი“ და ატვირთოთ პირადობის მოწმობა, პასპორტი ან მართვის მოწმობა. ვერიფიკაციის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდი გაეცნობა თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეს და ერთი სამუშაო დღის ვადაში მიიღებთ პასუხს ვერიფიკაციის სტატუსთან დაკავშირებით.