კრიპტალი გთავაზობთ ორი ტიპის ორდერს: მარკეტ და ლიმიტ ორდერები.
მარკეტ ორდერი არის ორდერის ტიპი, რომელიც კრიპტოს მომენტალურად ყიდვის ან გაყიდვის საშუალებას გაძლევთ. ის უზრუნველყოფს ბრძანების შესრულებას, თუმცა აღსრულების კონკრეტული ფასი გარანტირებული არ არის. მარკეტ ორდერი შესრულდება მიმდინარე ორდერის ან მოთხოვნილი ფასის იდენტურ ან დაახლოებით მონაცემებთან შესაბამისობაში. თუმცა, ბოლო სავაჭრო ფასი არ არის აუცილებლად ის ნიშნული, რომელზეც მარკეტ ორდერი აღსრულდება.
ლიმიტ ორდერი არის ორდერის ტიპი, რომელსაც მომხმარებელი ორდერ ბუქში ათავსებს კონკრეტული ლიმიტირებული ფასით. აღნიშნული ფასი დგინდება მომხარებლის მიერ და ბრძანება ვაჭრობის შესახებ შესრულდება მაშინ, როდესაც საბაზრო ფასი მიაღწევს ლიმიტის ფასს. შესაბამისად, ლიმიტ ორდერი იძლევა საშუალებას რომ კრიპტო გაყიდოთ ან იყიდოთ საბაზრო ღირებულებაზე დაბალი ან მაღალი ფასით. ლიმიტ ორდერები თავსდება ორდერ ბუქში და ისინი მომენტალურად არ აღსრულდებიან.