კრიპტალის საფულეში კრიპტოვალუტების ან ლარის შემოტანა ქართული ბანკების მიერ გაცემული Visa ან Mastercard-ის საშუალებით შეგიძლიათ, საბანკო გადარიცხვით კი - დოლარი, ევრო და ლარი. დეპოზიტის განსახორციელებლად ეწვიეთ საფულეს და აირჩიეთ სასურველი კრიპტო ან FIAT საფულე მარცხენა სექციიდან.
თუ აირჩევთ კრიპტო საფულეს, საჭიროა მისამართის დაგენერირება.
როდესაც დეპოზიტის მისამართი შეიქმნება, სექციის მარჯვენა მხარეს გამოჩნდება საფულის მისამართი და QR კოდი. თქვენი ქოინები საფულეში ბლოკჩეინ დადასტურების შემდგომ აისახება.
თუ ანგარიშზე fiat ვალუტის დეპოზიტი გსურთ, აირჩიეთ შესაბამისი საფულე (დოლარი, ევრო ან ლარი) მარაცხენა სექციიდან. თუ საკრედიტო ან სადებეტო ბარათიდან ახორციელებთ ტრანზაქციას, შეგიძლიათ აირჩიოთ დამახსოვრებული ბარათი, ან მიუთითოთ ახალი. აირჩიეთ სასურველი რაოდენობა და დააჭირეთ დეპოზიტი. ტრანზაქცია რამოდენიმე წუთში აისახება. თუ აირჩევთ საბანკო გადარიცხვა-ს, თქვენ მოგეწოდებათ ინფორმაცია ჩვენს ანგარიშზე. ლოკალური ტრანსფერები ერთ სამუშაო დღეში აისახება, საერთაშორისო კი, 2-3 სამუშაო დღეში.
გაითვალისწინეთ, რომ fiat დეპოზიტების განხორციელება შეუძლიათ მხოლოდ ვერიფიცირებულ მომხმარებლებს და თანხა მხოლოდ საკუთარი საბანკო ანგარიშიდან უნდა შემოიტანონ კრიპტალის საკუთარ ანგარიშზე. თუ ანგარიშის მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა, დეპოზიტი არ განხორციელდება.