თქვენ შეგიძლიათ გაანაღდოთ კრიპტო ან ტრადიციული ვალუტები კრიპტალის საფულიდან. გასანაღდებლად, ეწვიეთ საფულეს და აირჩიეთ სასურველი კრიპტო ან fiat ვალუტა მარცხენა სექციიდან. შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს განაღდება მარჯვენა სექციაში. თუ კრიპტო საფულიდან ანაღდებთ, მაშინ დაგჭირდებათ მისამართისა და კრიპტოების რაოდენობის მითითება. შეავსეთ ველი და დააჭირეთ ღილაკს განაღდება. განახლებული ბალანსი აისახება თქვენს საფულეში ბლოკჩეინის დადასტურების შემდგომ.
ვერიფიცირებული მომხმარებლებისათვის, fiat ვალუტის განახდება შესაძლებელია შესაბამისი საფულის არჩევის შემდგომ, მენიუს მარცხენა მხრიდან.
საბანკო ტრანსფერებისთვის წარმოადგინეთ თქვენი საბანკო ანგარიშის ინფორმაცია და მიუთითეთ რაოდენობა. ლოკალური ტრანსფერები 1 სამუშაო დღეში აისახება, ხოლო საერთაშორისო ტრანსფერები 2-3 სამუშაო დღეში.
თუ თქვენ გაქვთ ქართული ბანკის მიერ გაცემული Visa ან Mastercard-ის ბარათი, ლარის გატანა პირდაპირ თქვენს ბარათზეა შესაძლებელი. დაამატეთ ბარათი თქვენს სიაში და შემდგომ აირჩიეთ ის. თბს ბანკი გამოიყენეთ მხოლოდ თბს-ს მიერ გაცემული ბარათების შემთხვევაში, სხვა დანარჩენისთვის კი, გამოიყენეთ საქართველოს ბანკი.