2FA ან ორ-ფაქტორიანი აუთენთიფიკაცია არის დამატებითი უსაფრთხოების ეტაპი კრიპტალის ანგარიშისათვის და იგი უზრუნველყოფს ანგარიშში მხოლდ რეალური მეპატრონის ავტორიზაციას მაშინაც კი, როდესაც პაროლი იცის სხვამ.
თქვენს ანგარიშში ავტორიზაციისათვის უნდა შეიყვანოთ პაროლი და აუთენთიფიკატორის მიერ 30 წამში ერთხელ დაგენერირებული ერთჯერადი კოდი. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ გუგლ აუთენთიფიკატორს, რომელიც მომხარებლის ანგარიშს არაავტორიზებული შეღწევისაგან იცავს. გუგლ აუთენთიფიკატორი ხელმისაწვდომია ანდროიდსა და iOS მოწყობილობაზე.
