Cryptal -ზე ანგარიშის გასახსნელად დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია. რეგისტრაციის ფანჯარაში მიუთითეთ ანგარიშის ტიპი (ფიზიკური პირი ან ორგანიზაცია), თქვენი სახელი, გვარი და ელ-ფოსტის მისამართი. დეტალურად გაეცანით საიტის გამოყენების წესებს. თანხმობის შემთხვევაში, მონიშნეთ შესაბამისი ველი და დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია. მოცემული პროცედურების გავლის შემდეგ თქვენს ელ-ფოსტაზე მიიღებთ რეგისტრაციის დამადასტურებელ ბმულს, რომლის გააქტიურების შემდეგ შეძლებთ თქვენთვის სასურველი უსაფრთხოების პარამეტრების დაყენებას.