კრიპტალზე ვერიფიცირებულ მომხმარებლებს აქვთ საშუალება, რომ ვიზა, მასტერქარდისა და ამერიქან ექსპრესის გამოყენებით ლარი გაიტანონ ან შეიტანონ თავიანთ ანგარიშზე.
საკრედიტო ან სადებიტო ბარათის გამოსაყენებლად, უბრალოდ აიერჩიეთ თქვენი ლარის საფულეს და დააკლიკეთ "მართეთ ბარათები"-ს.
თუ თქვენი ბარათი გაცემულია თიბისი ბანკის მიერ, აირჩიეთ TBC Bank, რათა განაგრძოთ ოპერაცია. ყველა სხვა შემთხვევაში კი, აირჩიეთ Bank of Georgia. აღნიშნული ქმედების წარმატებით დასასრულებლად, თქვენ გადამისამართდებით ბანკის ვებ-გვერდზე.
თქვენი დამახსოვრებული ბარათი(ები) გამოჩნდება ჩამონათვალში, საიდანაც შეგეძლებათ ისინი აირჩიოთ შემოტანის, განაღდების ან ვაჭრობის განსახორციელებლად.
საბანკო ბარათიდან დეპოზიტის საკომისიოები ვიზასა და მასტერქარდის შემთხვევაში 3% შეადგენს, ხოლო ამერიქან ექსპრესის შემთხვევაში - 4,5%.
თიბისის ბარათის გამოყენებით განაღდების ყოველთვიური ლიმიტი შეადგენს 10,000 ლარს.
დამახსოვრებული ბარათი რომ გამოიყენოთ სწრაფი გადაცვლისას, მონიშვნა წაუშალეთ "ჩემი ბალანსი"-დან, შემდგომ გამოჩნდება ბარათების მენიუ, საიდანაც შეგეძლებათ ბარათის არჩევა ან ახლის დამატება.