კონფიდენციალობა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება და იმის
უზრუნველყოფა, რომ თქვენ გესმოდეთ, თუ როგორ ხდება ამ ინფორმაციის გამოყენება.
კონფიდენციალობის მიზანია განგიმარტოთ როგორ გამოიყენება და შეინახება ის პერსონალური
ინფორმაცია, რომლის გაზიარებასაც თქვენ ახდენთ ჩვენთვის წინამდებარე ვებგვერდის
საშუალებით.
ინფორმაციის დაცვა
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება დამუშავდეს და შენახულ იქნეს „საქართველოს
ბანკის“ ჯგუფის კომპიუტერებში ან სხვა საშუალებით. „თქვენს ინფორმაციაში“ ჩვენ ვგულისხმობთ
პერსონალურ და ფინანსურ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ (ა) ვიღებთ თქვენგან ან მესამე
პირებისგან (როგორიცაა სხვა პლასტიკური ბარათების მფლობელები, საკრედიტო და სხვა
ორგანიზაციები, რომლებსაც მიმართავთ ნებისმიერი პროდუქტის ან მომსახურებისთვის) ან (ბ)
ვიგებთ თქვენ მიერ ანგარიშების მართვის, ანგარიშებიდან განხორციელებული ტრანზაქციებისას და
გადახდის განხორციელებისას;
ჩვენი და „საქართველოს ბანკის ჯგუფში“ შემავალი სხვა კომპანიების მიერ თქვენი ინფორმაცია
შეიძლება გამოყენებული იქნეს თქვენი ანგარიშ(ებ)ის მართვისთვის, ამონაწერ(ებ)ის მოწოდებისა
და მომსახურების გაწევისთვის, შეფასებისა და ანალიზისთვის (მათ შორის, საკრედიტო
ქულის მინიჭება, ბაზრისა და პროდუქტების ანალიზი) და ჩვენი სერვისების განვითარებისა
და გაუმჯობესებისათვის, მაგალითად თქვენი ინფორმირებისათვის თქვენთვის საინტერესო
პროდუქტების და მომსახურების შესახებ. ჩვენ მიერ არ მოხდება აღნიშნული ინფორმაციის გაცემა
„საქართველოს ბანკის ჯგუფის“ გარეთ, გარდა შემდეგი ორგანიზაციებისა/პირებისა:
• საკრედიტო და სხვა ორგანიზაციები, რომლებმაც შესაძლოა აღრიცხონ, გამოიყენონ და გადასცენ
ინფორმაცია სხვა საკრედიტო და სადაზღვევო ორგანიზაციებს. ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ
იქნეს შეფასებების გასაკეთებლად კრედიტისა და ყველა სახის დაზღვევისთვის, ასევე თაღლითობისა
და ფულის გათეთრების საკითხებზე;
• პირები, რომლებიც მოქმედებენ როგორ ჩვენი წარმომადგენლები, კონფიდენციალობის მკაცრი
დაცვის გარანტიით;
• ნებისმიერი პირი, ვისაც შეიძლება გადავცეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები, თქვენსა და ბანკს
შორის გაფორმებული შეთანხმების/ხელშეკრულების საფუძველზე;
• პირებს კანონით ან სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
ყველა სხვა შემთხვევაში დაცული იქნება ინფორმაციის კონფიდენციალობა.
თუ ჩვენ მიერ ინფორმაცია გადაეცემა პროვაიდერ კომპანიას სხვა ქვეყანაში, ჩვენი მხრიდან
უზრუნველყოფილი იქნება, რათა პროვაიდერმა კომპანიამ თანხმობა განაცხადოს ინფორმაციის
იმავე ხარისხით დაცვაზე, რა ხარისხითაც მის დაცვას უზრუნველვყოფთ საქართველოში და
გამოიყენოს ინფორმაცია მხოლოდ ჩვენთვის გასაწევი მომსახურების ფარგლებში. ჩვენ არ
ვყიდით და არ ვვაჭრობთ თქვენი ინფორმაციით ან პერსონალური მონაცემებით ჩვენთან
არააფილირებულ ორგანიზაციებთან. თუ თქვენ მიერ მოწოდებული იქნება ან უკვე მოწოდებულია
თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, შეიძლება პერიოდულად გამოგიგზავნოთ ელექტრონული
შეტყობინება. ჩვენთვის გამოგზავნილი შეტყობინება შეინახება ჩვენ მიერ კლიენტთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობისათვის განსაზღვრული სამართლებრივი და სხვა მარეგულირებელი
აქტების მოთხოვნების შესაბამისად;
თქვენ გაქვთ პირადი ჩანაწერებთან დაშვების უფლება. თუ გსურთ ამ უფლების გამოყენება,
გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. აღნიშნული მომსახურებისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს
გადასახდელი.
ინფორმაციის შეგროვება
ვებგვერდის ზოგიერთი ფუნქციის გამოსაყენებლად მოითხოვება რეგისტრაცია. თუ თქვენ
რეგისტრირდებით ან დარეგისტრირებული ხართ ჩვენი ონლაინმომსახურების მიმღებად, ამავე
დროს ირჩევთ მოგვაწოდოთ გარკვეული სახის პირადი ინფორმაცია, როგორიცაა: თქვენი სახელი,
მისამართი, ელექტრონული ფოსტა, სამუშაო ადგილი და ტელეფონის ნომერი. რეგისტრაციის
პროცესში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ და შეინახოთ, შეცვალოთ ან წაშალოთ პირადი მონაცემები,
რომლებსაც მიუთითებთ ვებგვერდზე. ასევე შეგიძლიათ პაროლის შეცვლა ნებისმიერ დროს.
უფლებას ვიტოვებთ ჩავიწეროთ ან/და მონიტორინგი გავუწიოთ ჩვენ შორის განხორციელებულ
სატელეფონო ზარებს, იმისათვის რომ მოხდეს ინსტრუქციების გადამოწმება და დაზუსტება იმისა,
რომ ვაკმაყოფილებთ ჩვენი მომსახურების სტანდარტებს.
ჩვენ ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ მცირე ზომის ფაილები, რომელიც ინახება მომხმარებლის მყარ
დისკზე, როგორც მომსახურების შემადგენელი ნაწილი, რათა უზრუნველვყოთ კლიენტების შესახებ
ინფორმაციის მიღება და კლიენტების დაცვა ონლაინრეჟიმში მათი ანგარიშების არასანქცირებული
გამოყენებისაგან. ამასთან, ჩვენ არ ვიყენებთ კლიენტის კომპიუტერში არსებულ ფაილებს პირის
მიერ ინტერნეტით სარგებლობის მონიტორინგისათვის.
უსაფრთხოება
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტკომუნიკაციები არაა უსაფრთხო, თუ გაგზავნილი მონაცემები არ არის
დაშიფრული. ჩვენ არ შეგვიძლია ავიღოთ რაიმე სახის პასუხისმგებლობა „საქართველოს ბანკის
ჯგუფის“ ოფისებში გაგზავნილ მონაცემებზე მესამე პირების მიერ არასანქცირებულ წვდომაზე ან/და
ინფორმაციის დაზიანებაზე;
თანხმობას აცხადებთ, რომ ისეთ გარემოებებში, როდესაც წინამდებარე ვებგვერდზე წვდომისთვის
მოგეთხოვებათ იდენტიფიკაცია, კომერციულად გონივრული უსაფრთხოების პროცედურებისა და
კონტროლის გამოყენებით შეზღუდავთ თქვენი პაროლის ან სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციის
წვდომას ავტორიზებული პირებით.
თანხმობას აცხადებთ, რომ არ გამოიყენებთ რობოტს, სხვა ავტომატურ მოწყობილობებს ან
ფიზიკურ საშუალებებს, ჩვენი ვებგვერდის, მონაცემების ან მათი შინაარსის მონიტორინგისა
და კოპირებისათვის ან სხვა არასანქცირებული მიზნებისთვის, ჩვენი წინასწარი წერილობითი
თანხმობის გარეშე.
გარანტირებული ვერ იქნება ინტერნეტით განხორციელებული გზავნილების სრული უსაფრთხოება,
რადგან ისინი შეიძლება დაექვემდებაროს ჩარევას ან დაკარგვას, ან შეცვლას. ჩვენ არ ვართ
პასუხისმგებელი თქვენი ან ნებისმიერ მესამე პირის წინაშე ზიანისათვის, რომელიც უკავშირდება
ჩვენ მიერ თქვენთვის ან თქვენ მიერ ჩვენთვის ინტერნეტის საშუალებით განხორციელებულ
გზავნილებს.
კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული დებულებები არ არის უპირატესი იმ წესსა და
პირობებთან მიმართებით, რომლებიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენებას.
აღნიშნულ ნორმებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ვებგვერდის
გამოყენების წესსა და პირობებს.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან კომენტარი კონფიდენციალურობის თაობაზე, გთხოვთ
დაგვიკავშირდეთ ან ელექტრონული ფოსტით წინასწარ განსაზღვრული ფორმის გამოყენებით ან
წერილის გამოგზავნით ჩვენს რეგისტრირებულ მისამართზე, რომელიც მითითებულია ვებგვერდზე.
შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ იმ შემთხვევაშიც, თუ არ გსურთ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია
პროდუქციისა და მომსახურების შესახებ, რომელიც მოცემულია ვებგვერდზე.