2021 წლის 5 აგვისტოს მოსალოდნელია ეთერიუმის London Mainnet-ის განახლება. ქსელის უსაფრთხოებასთან და ფასების ვოლატილობასთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასარიდებლად, ხუთშაბათს, 5 აგვისტოს, საქართველოს დროით (GMT +4), დილის 10 საათიდან Cryptal-ზე შეიზღუდება ეთერიუმისა და სხვა ERC-20 ტოკენების დეპოზიტი და გატანა.
გთხოვთ, დარწმუნდეთ რომ თქვენს მიერ დაგეგმილი ყველა ტრანზაქცია შესრულდება აღნიშნული შეზღუდვების ამოქმედებამდე. შეზღუდვა არ შეეხება ვაჭრობას.
ქსელის დასტაბილურებასთან და შესაბამისად, დეპოზიტებისა და გატანების აღდგენასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოგეწოდებათ ჩვენი საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანით:
https://blog.ethereum.org/2021/07/15/london-mainnet-announcement/
https://etherscan.io/block/countdown/12965000