კრიპტოვალუტებისა და ციფრული აქტივების უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით 2021 წლის 10 სექტემბერს კრიპტალმა სისტემაში განახლებული HD საფულეები დანერგა. განახლება შეეხო სამ მთავარ და პოპულარულ კრიპტოვალუტას: ბიტკოინი (BTC), ბიტკოინ ქეში (BCH) და ლაითქოინი (LTC).
განახლების ფარგლებში, ყველა ძველი მისამართი გაუქმდა, მათ ნაცვლად კი სისტემამ ახალი, უსაფრთხო და გაცილებით დაცული მისამართები დანერგა. აღნიშნული ზომები მიმართულია კრიპტოვალუტების პოტენციური საფრთხეებისგან დაცვისკენ.
კრიპტალის სერვისების დაუბრკოლებლად გამოსაყენებლად და კრიპტოვალუტების უსაფრთხოდ დადეპოზიტებისათვის გამოიყენეთ განახლებული მისამართები. გაითვალისწინეთ, ახალი HD საფულეები ემსახურება თქვენი აქტივების დაცვას.