კრიპტალზე რიპლის (XRP) და სტელარის (XLM) დეპოზიტის დროს თეგის/მემოს მითითება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩარიცხული კრიპტოვალუტა არ აგესახებათ კრიპტალზე და დაიკარგება.
თეგის/მემოს გარეშე ჩარიცხული კრიპტოს აღდგენის მცდელობა შესაძლებელია, ამისთვის უნდა მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
- გადმორიცხული კრიპტოს ოდენობა და მიმღები მისამართი;
- ტრანზაქციის შესრულების თარიღი;
- გადმორიცხვის დამადასტურებელი საბუთი (ფოტოსურათი) ბირჟიდან ან საფულიდან, სადაც ჩანს ზედა 2 პუნქტში მოცემული ინფორმაცია.
აუცილებელია, კრიპტალზე რეგისტრირებული ანგარიში იყოს ვერიფიცირებული.
აღნიშნული ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, ჩვენს გუნდს დასჭირდება 5-7 სამუშაო დღე ჩარიცხული კრიპტოვალუტის თქვენ ბალანსზე ასახვისთვის. თუმცა, კრიპტალი მისი დაბრუნების გარანტიას არ იძლევა.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, თეგის/მემოს გარეშე ჩარიცხული კრიპტოს ბალანსზე ასახვისთვის, ჩამოგეჭრებათ მისი მოცულობის 5%, როგორც საკომისიო.