თუ თქვენს საფოსტო ანგარიშში Cryptal-ისგან ვერ იღებთ მეილს, ამის მიზეზი შესაძლოა რამდენიმე იყოს:
1. დარწმუნდით, რომ იმავე ელექტრონული ფოსტის მისამართი გაქვთ გამოყენებული, რომლითაც დარეგისტრირდით. ასევე დარწმუნდით, რომ მისამართი სწორად შეიყვანეთ რეგისტრაციისას. თუ პაროლის აღდგენას ცდილობთ, თუმცა მეილი არ მოგდით, აუცილებლად სცადეთ აღდენა ხელახლა და დარწმუნდით, რომ მეილის მისამართს სწორად უთითებთ.
2. შეამოწმეთ, რომ თქვენი საფოსტო მისამართის ანგარიშის მოცულობა ამოწურული არ არის. თუ თქვენი ელ.ფოსტა სავსეა, სცადეთ რომ დამატებითი მახსოვრობის სივრცე შეიძინოთ ან წაშალოთ ძველი, არასაჭირო ინფორმაცია და დიდი ფაილები.
3. შეამოწმეთ სპამის ფოლდერი. თუ ნახავთ, რომ ჩვენს მიერ გამოგზავნილი მეილები სპამის ფოლდერში ხვდება, მონიშნეთ ისინი უსაფრთხოდ ან შეიყვანეთ ქვემოთ მოცემული მისამართები უსაფრთხო გამომგზავნთა სიაში:
- support@cryptal.com
- info@cryptal.com
- notice@cryptal.com
- no-reply@cryptal.com
- *@cryptal.zendesk.com
თუ თქვენ იყენებთ Gmail-ს, უნდა შექმნათ ფილტრი და მიუთითოთ, რომ Cryptal-ის მეილები სპამში არ მოხვდეს.
მსგავსად, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ფილტრი და მიუთითოთ, რომ კონკრეტული მისამართიდან გამოგზავნილი მეილები, წინასწარ მითითებულ ფოლდერში მოხვდეს Yahoo Mail-ის შემთხვევაშიც.
Outlook-ისათვის გამოიყენეთ უსაფრთხო გამომგზავნთა ფუნქცია და შეიყვანეთ Cryptal-ის მისამართი აღნიშნულ სიაში.
ასევე, Thunderbird-ის შემთხვევაშიც, შექმენით უსაფრთხო გამომგზავნთა სია, რათა სასურველი მეილები არ აღმოჩნდეს სპამის სექციაში.
4. დარწმუნდით, რომ ელექტრონული ფოსტის პროვაიდერის უსაფრთხოების საშუალებები არ ფილტრავს Cryptal.com-ისგან მოწოდებულ მეილებს.
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან არცერთი არ არის პრობლემის მიზეზი, გთხოვთ გახსნათ ბილეთი, რათა შევძლოთ დახმარება.